пятница, 29 июня 2018 г.

ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია

ტრენინგის პირველი დღე საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა.გავეცანით ერთმანეთს,წარვადგინეთ საკუთარი თავი.ვისაუბრეთ პროექტებზე,ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება.
ტრენერმა გაგვაცნო საორგანიზაციო საკითხები,გავეცანით მისაღწევ მიზნებს.ვისაუბრეთ იმაზე,რამდენად დაგვეხმარება პროექტებით მუშაობა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
გავეცანით როგორ შევქმნათ პორტფოლიოს საქაღალდეები და ქვესაქაღალდეები დესკტოპზე.მასში განვათავსეთ საჭირო მასალები თითოეული მოდულისთვის.შემდეგ ანალოგიური სამუშაო შევასრულეთ google Drive-ში.
ტრენერმა მასალები ნათლად და გასაგებად მოგვაწოდა.იყო სასიამოვნო სამუშაო გარემო.