понедельник, 16 июля 2018 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის ბოლო.მეცხრე დღეს ვისაუბრეთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებზე.განვიხილეთ,როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისთვის,ასევე ვიმსჯელეთ,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესობისკენ.
დავათვალიერეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი და მოვნიშნეთ შესრულებული აქტივობები.
ვისაუბრეთ,როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად.
ტრენერმა კიდევ ერთხელ დაგვათვალიერებინა პროექტის შეფასების რუბრიკა.მან ა ღნიშნა,რომ სულ 11 კრიტერიუმია და მაქსიმალური ქულა თითოეულ კრიტერიუმში არის 4,ე.ი.პორტფოლიოს შეფასებაში შეიძლება მაქსიმუმ 44 ქულის დაწერა.იმისათვის ,რომ ტრენინგი გავლილდა ჩაგვეთვალოს,მინიმუმ 30 ქულა უნდა მოვაგროვოთ....
იმედს გამოვთქვამ,რომ ჩემი პორტფოლიო მოწონებას დაიმსახურებს.
ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ ვებგვერდზე.შევაფასეთ ერთმანეთის პორტფოლიოები.
დიდი მადლობა ნინო კოკილაშვილს არაჩვეულებრივი ტრენინგისთვის.დიდი სიამოვნებით ვესწრებოდი ტრენინგს,ყველა მასწავლებელს ვუსურვებ წარმატებას!!!

პროექტის პორტფოლიო

გთხოვთ,დაათვალიეროთ ჩემი პროექტის პორტფოლიო და შეაფასოთ.

суббота, 14 июля 2018 г.

მერვე დღის რეფლექსია

მერვე დღეს ვისაუბრეთ იმაზე,რომ საჭიროა მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება.მოსწავლეები ყველაზე კარგად მაშინ სწავლობენ,როცა ინსტრუქციას იღებენ უნარ-ჩვევებში,დავალების შესრულების სტრატეგიებში.ჩვენი პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ შესაფერისი გრაფა.
ვისაუბრეთ რესურსების ფასილიტაციაზე,ფასილიტაციის მასალების შექმნაზე.
ვიმუშავეთ google forms-ში,შევქმენით გამოკითხვა და ჰიპერლინკის სახით ბლოგში შევქმენით პადლეტი,რომელსაც გამოვიყენებთ იდეების გენერირებისთვის.
ტრენინგმა სასიამოვნო სამუშაო ვითარებაში ჩაიარა.

გონებრივი იერიშის გვერდი


Сделано на Padlet

четверг, 12 июля 2018 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღეს ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკებზე.გავეცანით,თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები,ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტებ ი შინაარსის ათვისების,21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისთვის ჩვენს პროექტებზე მუშაობისას.შევიმუშავეთ შეფასების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტის შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან.
ვისაუბრეთ მოსწავლეთა შორის განსხვავებების გამოვლენაზე ,როგორ უნდა ჩავრთოთ ყველა მოსწავლე წარმატებით მუშაობაში,ვისაუბრეთ სწავლის დიფერენცირებაზე.გეგმაში დავწერეთ სტრატეგიების სამუშაო ვერსია ჩვენს მიერ წარმართულ სასწავლო პროცესის დიფერენცირებისათვის.შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ.
ტრენერმა წაგვიგიკთხა მინილექცია თემაზე-ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს.
ტრენინგით ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

вторник, 10 июля 2018 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღე ძალიან დატვირთული გვქონდა.ვისწავლეთ ემბედ კოდის აღება და ბლოგზე პრეზენტაციის ჩაშენება.პროცედურების გაწერა.
ვისაუბრეთ სასარგებლო ვებსისტემის ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდებზე.ასევე ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და მათ კანონიერ გამოყენებაზე.შევავსეთ ტესტი-საავტორო უფლებები..
დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნიმუშის შექმნა.

понедельник, 9 июля 2018 г.

ჩემი პროექტის წარდგენის პრეზენტაცია


ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელმა დღემ საქმიან ვითარებაში ჩაიარა.ჩემთვის ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე.
შევისწავლეთ ისეთი საკითხები,როგორიცაა შეფასების მეთოდები,საშუალებები და ინსტრუმენტები.
გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი, ჩამოვწერეთ მიზნები,ასევე ვიმუშავეთ პრეზენტაციის შექმნაზე.
დღევანდელი ტრენინგით ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

четверг, 5 июля 2018 г.

ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეოთხე დრეს ტრენერი გვესაუბრა სწავლა-სწავლების ხარისხის მართვაზე,რაც გულისხმობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე,ზრუნვასა და კონტროლზე.ასევე,იმის შესახებ რომ საგაკვეთილო პროცესში შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია სწავლის გაუმჯობესება და სასწავლო პროცესის ინფორმირებულად დაგეგმვა.შეფასების სასწავლო პროცესში ინტეგრირებით მასწავლებელი ავლენს მოსწავლეთა საჭიროებებსა და ადაპტირებას უკეთებს მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების მიზნით.
ვიუვერში მოვიძიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.შევადგინეთ შეფასების დროის ჩარჩო.

среда, 4 июля 2018 г.

ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღეს ვისაუბრეთ იმაზე,თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობის და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
ტრენერი გვესაუბრა სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე,გაგვაცნო განახლებული ბლუმის ტაქსონომეტრია ,ასევე ქალბატონმა ნინომ მოაწყო პრეზენტაცია:მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
  შევასრულეთ დავალებები,ჩამოვწერეთ გონებრივი იერიშის კითხვები და შევავსეთ.
შევადგინე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:
ზოგადი კითხვა: როგორ ასახავს ხელოვნება ისტორიას,საზოგადოებას და კულტურას?
ტემატური კითხვები:რა მსგავსება და განსხვავებებია სხვადასხვა ეპოქის მხატვრებს შორის? როდის დაიწყეს მხატვრებმა ემოციური სახეების გამოსახვა?
შინაარსობრივი კითხვა:ვინ იყვნენ სხვადასხვა დროისა და ქვეყნის ცნობილი მხატვრები?
როგორ განწყობას გიქმნის კონკრეტული მხატვრის სურათი?დაასახელე კონკრეტული ეპოქის მხატვრის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი.
;

ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია


ტრენინგის მეორე დღე ძალიან სასიამოვნო სამუშაო ვითარებში მიმდინარეობდა.
ვისაუბრეთ იმის შესახებ,რომ ჩვენი პროექტები უნდა ეფუძვნებოდეს მნიშვნელოვან სასწავლო ამოცანებს.ელექტრონული წიგნის მეშვეობით გავეცანით გამოცემის მომზადების ჩეკლისტს.
ტრენერის დახმარებით შევქმენი საინფორმაციო ბუკლეტი ჩემი მომავალი პროექტისტვის,სადაც ჩავსვი შესაფერეისი სურათი,ვისწავლე რედაქტირება,ჩარჩოში ჩასმა და სხვადასხვა ეფექტები.
ბუკლეტზე მუშაობას გავაგრძელებთ ტრენინგის შემდგომ დღეებში.
დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი დავრჩი!